пятница, 4 декабря 2015 г.
ინტელის ტრენინგის რეფლექსია,პირველი ხუთი დღე
პირველი მეცადინეობაზე ვისაუბრეთ იმის შესახებ,თუ როგორ დაეხმარება პროექტი ჩვენს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში და როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.შევქმენით საქაღალდეები, განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, დაგვავალეს, მოვიფიქროთ საინტერესო სასწავლო პროექტი და წარმოვადგინოთ მომდევნო მეცადინეობაზე.
მეორე მეცადინეობაზე გავეცანით სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა და პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე, შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პროექტისთვის და მოვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში.
მესამე დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ბლუმის ტაქსონომია, გავიაზრეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები, მოვიფიქეთ კითხვები ჩვენი სასწავლო პროექტისათვის, ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.
მეოთხე დღეს შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი თემისათვის,ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე , გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.
მეხუთე დღე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა ერთმანეთს გავუგზავნეთ ჩვენი ნამუშევრები და წერილები.ვისწავლეთ ანიმაციური ფოტოების ჩასმა საპრეზენტაციო სლაიდში.
მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий