- პროექტის მთავარი იდეა: გერმანიის უკეთ გაცნობის მიზნით მოიძიონ ინფორმაციები გერმანიის ფედერაციული მიწების შესახებ.
- პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალური იქნება იმით, რომ მოსწავლეებს შესასწავლი ენის ქვეყნის შესახებ შეექმნებათ იმაზე მეტი წარმოდგენა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. მაგალითად: ქვეყნის მდებარეობის, მისი ფედერაციულ მიწებად დაყოფის, ამ მიწების ფართობების ,მათი მოსახლეობის რაოდენობის,განსხვავებული ტრადიციების არსებობის, კლიმატური თავისებურებების და პოლიტიკური მგდომარეობის შესახებ.
- პროექტის მიზნები:პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა შეძლონ სამეცნიერო ტექსტებიდან საჭირო ინფორმაციების ამოკრება, ინტერნეტიდან ასევე საჭირო მასალების მოძიება, სტატისტიკური მონაცემების ერთმანეთთან შედარება და ამ საკითხებზე გერმანულ ენაზე მსჯელობა.
- მონაწილეთა ასაკი: 16-18 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს პრეზენტაციის სახით power point-ში.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ევროპის და გერმანიის პოლიტიკური რუკები, პროექტორი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებთან ერთად თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება; საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება;
პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში;
ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება;
აქტივობების განხორციელება;
პროდუქტის პრეზენტაცია;
პროექტის შემაჯამებელი შეფასება. - საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარები იასტორიასა და გეოგრაფიასთან კავშირში;
- პროექტის ხელმძღვანელი:გერმანული ენის მასწავლებელი თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილი;
- magdagugu@gmail.com
- magdamagdalena-gugu.blogspot.com
воскресенье, 13 ноября 2011 г.
"გერმანიის ფედერაციული მიწები"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий