თამუნას ბლოგი
понедельник, 27 мая 2019 г.
вторник, 15 декабря 2015 г.
ინტელის პროექტი
"სილამაზე და მოდა"
კურსის რეფლექსია- ინტელის ტრენინგ-კურსით "პროექტებით სწავლება"შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.ვისწავლეთ სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვა,გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტების სწავლების თემაზე,ვისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა, ბუკლეტის, ბროშურის შექმნა, განვიხილეთ სტანდარტების და შეფასების რუბრიკა, web2 ტექნოლოგიების გამოყენება,ფაილების ატვირთვაgoogle drive-ის საცავიდან.
ბლოგზე გვერდების დამატება, ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე. პროექტის გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად,
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ბატონ ავთო ცნობილაძეს საინტერესო ტრენინგისათვის.
კურსის რეფლექსია- ინტელის ტრენინგ-კურსით "პროექტებით სწავლება"შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.ვისწავლეთ სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვა,გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტების სწავლების თემაზე,ვისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა, ბუკლეტის, ბროშურის შექმნა, განვიხილეთ სტანდარტების და შეფასების რუბრიკა, web2 ტექნოლოგიების გამოყენება,ფაილების ატვირთვაgoogle drive-ის საცავიდან.
ბლოგზე გვერდების დამატება, ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე. პროექტის გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად,
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ბატონ ავთო ცნობილაძეს საინტერესო ტრენინგისათვის.
пятница, 4 декабря 2015 г.
მე-6 დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო, ვისწვლე ბლოგზე web2 ტექნოლოგიების, google drive-საცავიდან ფაილების ატვირთვა, შენახვა, გაზიარება, გაზიარებული ფაილის შევსება. პასუხების დათვალიერება, აგრეთვე google drive-ს მეშვეობით კითხვარის შევსება google form-ის მეშვეობით blog-ის დიზაინის შექმნა, გვერდების დამატება ბლოგზე, ვიდეოს ატვირთვა.
მადლობა ტრენერს კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგისათვის
ინტელის ტრენინგის რეფლექსია,პირველი ხუთი დღე
პირველი მეცადინეობაზე ვისაუბრეთ იმის შესახებ,თუ როგორ დაეხმარება პროექტი ჩვენს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში და როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.შევქმენით საქაღალდეები, განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, დაგვავალეს, მოვიფიქროთ საინტერესო სასწავლო პროექტი და წარმოვადგინოთ მომდევნო მეცადინეობაზე.
მეორე მეცადინეობაზე გავეცანით სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა და პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე, შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პროექტისთვის და მოვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში.
მესამე დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ბლუმის ტაქსონომია, გავიაზრეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები, მოვიფიქეთ კითხვები ჩვენი სასწავლო პროექტისათვის, ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.
მეოთხე დღეს შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი თემისათვის,ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე , გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.
მეხუთე დღე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა ერთმანეთს გავუგზავნეთ ჩვენი ნამუშევრები და წერილები.ვისწავლეთ ანიმაციური ფოტოების ჩასმა საპრეზენტაციო სლაიდში.
მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.
воскресенье, 13 ноября 2011 г.
"გერმანიის ფედერაციული მიწები"
- პროექტის მთავარი იდეა: გერმანიის უკეთ გაცნობის მიზნით მოიძიონ ინფორმაციები გერმანიის ფედერაციული მიწების შესახებ.
- პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალური იქნება იმით, რომ მოსწავლეებს შესასწავლი ენის ქვეყნის შესახებ შეექმნებათ იმაზე მეტი წარმოდგენა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. მაგალითად: ქვეყნის მდებარეობის, მისი ფედერაციულ მიწებად დაყოფის, ამ მიწების ფართობების ,მათი მოსახლეობის რაოდენობის,განსხვავებული ტრადიციების არსებობის, კლიმატური თავისებურებების და პოლიტიკური მგდომარეობის შესახებ.
- პროექტის მიზნები:პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა შეძლონ სამეცნიერო ტექსტებიდან საჭირო ინფორმაციების ამოკრება, ინტერნეტიდან ასევე საჭირო მასალების მოძიება, სტატისტიკური მონაცემების ერთმანეთთან შედარება და ამ საკითხებზე გერმანულ ენაზე მსჯელობა.
- მონაწილეთა ასაკი: 16-18 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს პრეზენტაციის სახით power point-ში.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ევროპის და გერმანიის პოლიტიკური რუკები, პროექტორი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებთან ერთად თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება; საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება;
პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში;
ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება;
აქტივობების განხორციელება;
პროდუქტის პრეზენტაცია;
პროექტის შემაჯამებელი შეფასება. - საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარები იასტორიასა და გეოგრაფიასთან კავშირში;
- პროექტის ხელმძღვანელი:გერმანული ენის მასწავლებელი თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილი;
- magdagugu@gmail.com
- magdamagdalena-gugu.blogspot.com
среда, 9 ноября 2011 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)