воскресенье, 13 ноября 2011 г.

"გერმანიის ფედერაციული მიწები"

  1. პროექტის მთავარი იდეა: გერმანიის უკეთ გაცნობის მიზნით მოიძიონ ინფორმაციები გერმანიის ფედერაციული მიწების შესახებ.
  2. პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალური იქნება იმით,  რომ მოსწავლეებს შესასწავლი ენის ქვეყნის  შესახებ შეექმნებათ იმაზე მეტი წარმოდგენა,  ვიდრე მანამდე ჰქონდათ. მაგალითად: ქვეყნის მდებარეობის, მისი ფედერაციულ მიწებად დაყოფის, ამ მიწების ფართობების ,მათი მოსახლეობის რაოდენობის,განსხვავებული ტრადიციების არსებობის,  კლიმატური თავისებურებების და  პოლიტიკური მგდომარეობის შესახებ.
  3. პროექტის მიზნები:პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა შეძლონ სამეცნიერო ტექსტებიდან საჭირო ინფორმაციების ამოკრება, ინტერნეტიდან ასევე საჭირო მასალების მოძიება, სტატისტიკური მონაცემების ერთმანეთთან შედარება და ამ საკითხებზე გერმანულ ენაზე მსჯელობა.
  4. მონაწილეთა ასაკი: 16-18 წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
  6. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს პრეზენტაციის სახით power point-ში.
  7. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ევროპის და გერმანიის პოლიტიკური რუკები, პროექტორი. 
  8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებთან ერთად თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება; საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება;
    პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში;
    ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება;
    აქტივობების განხორციელება;
    პროდუქტის პრეზენტაცია;
    პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
  9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარები იასტორიასა და გეოგრაფიასთან კავშირში;
  10. პროექტის ხელმძღვანელი:გერმანული ენის მასწავლებელი თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილი;
  11. magdagugu@gmail.com
  12. magdamagdalena-gugu.blogspot.com

პრეზენტაცია

среда, 9 ноября 2011 г.

ჩემს შესახებ

მე ვარ თამარ ჩიხლაძე, 22 წელია ვასწავლი გერმანულ ენას ქუთაისის მე–16 საჯარო სკოლაში.